შაბათი, 2024-12-21, 7:11 PM
მოგესალმები, სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2009 » ივნისი » 5 » Tomb Raider: Underworld
11:43 PM
Tomb Raider: Underworld

BY YanKeE

დასახელება: Tomb Raider: Underworld
გამოშვების თარიღი: 2008
ჟანრი: Action, Adventure
გამომშვები: Crystal Dinamics
სტუდია: Eidos Interactive
პლატფორმა: PC
გამოცემის ტიპი: ლიცენზია
ინტერფეისის ენა: ინგლისური
კრეკი: არ სჭირდება!

თამაშის შესახებ:
ათასი წლის წინ, მაიას ტომის ქურუმებმა სრულყოფილი კალენდრის შექმნა შესძლეს. მისი საშუალებით ხდებოდა მზისა და მთვარის დაბნელებების გამოთვლა, მისი მიხედვით სწირავდნენ მსცვერპლს თავის სისხლიან ღმერთებს და ასევე მისი მეშვეობით შესაძლებელი იყო სულებისა და აჩრდილების სამყაროს ჭიშკრის გაღება და წინაპრების სულებთან საუბარი. მაგრამ ძლევამოსილი ცივილიზაცია დაეცა და ძველ ქურუმებთან ერთად, კალენდრის საიდუმლოც დავიწყებას მიეცა. მაგმამ მითები მისტიური კალენდრის შესახებ არ წყდებოდა, მის მოძებნას ესპანელი კონკისტადორები და მღვდლები ცდილობდნენ. მომავალში კი კალენდარი უბრალო ავანტიურისტების ინტერესის საგნად გადაიქცა. მაგრამ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია გადალახოს მტაცებელი ცხოველებითა და ქვეწარმავლებით სავსე ჯუნგლები და იპოვოს მაიას ტომის დაკარგული ქალაქი - ეს არის ცნობილი აკლდამათა მძარცველი - ლარა კროფტი.
უაღრესად პოპულარული სერიის ახალ ნაწილში სექსუალური და მომაკვდინებელი ლარა, გადალახავს მთელ მსოფლიოს კალენდრის საიდუმლოს ამოსახსნელად. გზად იგი გამოიკვლელს მიტოვებულ ეკლესიებს და შეებრძოლება უამრავ სახიფათო მტერს. სერიის მოყვარულებს ელოდებათ სათამაშო პროცესის ბევრი გაუმჯობესება, რომელიც თამაშს უნიკალურად აქცევს! ბრძოლაში ლარა იარაღსა და ხელჩართული ორთაბრძოლის ილეთებს იყენებს, ასრულებს უამრავ თავბრუდამხვევ აკრობატულ ილეთს და ა.შ. გრაფიკა რათქმაუნდა ახალი თაობის თამაშის შესაფერისია – გაუვალი ჯუნგლები უფრო სრულყოფილი, ხოლო თვალუწვდენელი უდაბნო უფრო იდუმალი გახდა. ლარას აცვია სრულიად ახალი კოსტიუმი, რომელიც ჭუჭყიანდება ტალახში, სველდება წვიმაში და შრება მზეზე. Tomb Raider: Underworld -შე მოთამაშეს ელოდება მეტი იარაღი, მეტი დაძაბულობა, მეტი მოქმედება და რაღათქმაუნდა მომხიბლავი ლარა კროფტი!

თამაშის თავისებურებანი:
გარემოს ასეთი ინტერაქტიულობა აქამდე არ ყოფილა – ლარა ზემოქმედებს გარემოზე. ტალახიან ზედაპირზე კვალს ტოვებს, ოფლი და მტვერი ედება რომელიც შემდეგ წყლით შეიძლება ჩამოირეცხოს, მტრის გვამები რჩება, ამინდი იცვლება. 
ლარამ ისწავლა ხელჩართული ბრძოლა. 
შეუძლია მტერს ესროლოს მაშინ როდესაც კიბეზე, შვერილზე ანდა ბოძზეა. 
მაგნიტური კაუჭით შეუძლია ნივთების გადაადგილება.
გმირი ანიმირებულია motion capture ტექნოლოგიით. 
მთავარი გმირის გამოჯანმრთელების ახალი ტექნოლოგია. პატარა აფთიაქები აღარ იქნება. 
მოტოცკლი კვლავ იქნება როგორც გადაადგილების საშუალება
განათების ჰიბრიდული მოდელი...

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები:
ოპერაციული სისტემა: Windows XP SP2
პროცესორი: Pentium 4 3.0GHz or AMD Athlon 2.5 GHz
ოპერატიული მეხსიერება: 1 GB XP–სთვის/ 2 გბ Vista-სთვის
ვიდეოკარტა: NVIDIA GeForce 6 series 6800GT / ATI 1800XT
თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 8გბ
კატეგორია: თამაშები | ნანახია: 657 | დაამატა: yankee | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები